რუსულმა ძალებმა კიევში ტელეანძას, რომელიც მეტროსადგურ დოროგოჟიჩთან მდებარეობს, ესროლეს. ოკუპანტების თავდასხმის შედეგად ჭურვის ჩამოვარდნის ადგილას კვამლია.
ჭურვი ტელეანძის სააპარატოს მოხვდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სატელევიზიო ტრანსლაცია ხარვეზით მიმდინარეობს.